მთავარი



ფასტ ფუდი „ქუჩის საკვების“ კრებითი სახელია, რომლის ფესვებიც ამერიკაშია, სადაც მაკდონალდსის იმპერიამ თავისი პირველი რესტორანი გახსნა.

წლების განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კარტოფილი ფრი, თეთრ პურში გახვეული შემწვარი ხორცი, კოკა-კოლა და დესერტი ნაყინი - მენიუ, რომელიც გვაჯილდოებს გარანტირებული ერთ-ორი კილოგრამით. სამაგიეროდ, ძალიან გემრიელი და სასიამოვნო საჭმელია. „სწრაფი კვების“ მავნე თვისებებსა და კვების რეჟიმის ალტერნატიულ საშუალებებზე გვესაუბრება „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, თამარ ქადაგიშვილი.

- ქალბატონო თამარ, რას შეიცავს ფასტ ფუდი?

- ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სწრაფი კვება ანუ „ფასტ ფუდი“. „ფასტ“ - სწრაფი, „ფოოდ“ - საკვები.

ფასტ ფუდი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს, კონსერვანტებს, მარილს, ემულგატორებს, არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, გენმოდიფიცირებული საქონლის ხორცს. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია ქოლესტერინით. 

სწრაფი კვების ობიექტში მომზადებული საკვების მავნე ზემოქმედებისგან თავდასაცავად ფასტ ფუდი ჩავანაცვლოთ ჯანსაღი, ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით. გავამდიდროთ რაციონი ბოსტნეულისგან მომზადებული სალათებით მაიონეზის გარეშე, მცირეოდენი ზეითუნის ზეთით, ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტებით, სეზონური ხილით, ბურღულეულით. მიზანშეწონილია ბოსტნეულის, ხორცის პროდუქტების, თევზის, კვერცხის მიღება მოხარშული სახით. მოვერიდოთ შემწვარი და შებოლილი საკვების გამოყენებას.


წყარო 2

No comments:

Post a Comment

Loading…